UFC-ის მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი ისლამ მახაჩევი კარიერას ქვესაშუალო წონაში გააგრძელებს. მისი მწვრთნელი, ხავიერ მენდესი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ახალჩამოყალიბებულ ვარსკვლავს, ილია თოფურიას არაფერ შუაში აქვს – მახაჩევს გეგმაში წონის შეცვლა გაცილებით ადრე ჰქონდა.
„ისლამმა ჯერ კიდევ მაშინ მითხრა, რომ ტიტული მსუბუქ წონაში რაც შეიძლება მეტჯერ უნდა დაეცვა და შემდეგ, შესაძლებლობის შემთხვევაში, ქვესაშუალოში ასვლას აპირებდა. ასე რომ, თოფურიამდე იყო ეს ყველაფერი გადაწყვეტილი,“ – თქვა მენდესმა Submission Radio-სთან.
მახაჩევმა ბოლოს იანვარში იჩხუბა და რენატო მოიკანო პირველივე რაუნდში დაამარცხა. მაისში ქამარი ოფიციალურად დატოვა და ახლა ახალი მიზანი ქვესაშუალო წონაში აქვს. ამ დროს მსუბუქ წონაში ვაკანტური ტიტულისთვის ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა 29 ივნისს დაუპირისპირდებიან.