2 კვირის და 5 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"მერაბთან შერკინება ნამდვილი კოშმარია" - შონ ო'მალის დიდი აღიარება

როგორც მოგეხსენებათ, მერაბ დვალიშვილმა UFC-ის საჩემპიონო ქამარი მეორედ შონ ო'მალის წინააღმდეგ დაიცვა.

ამერიკელმა მებრძოლა დაპირისპირების შემდეგ კომენტარი გააკეთა:

"ამ ბრძოლაში იმაზე მეტად ვნერვიულობდი, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. ვემზადებოდი შესანიშნავ პარტნიორებთან ერთად და ვარჯიშებზე თავს შესანიშნავად ვგრძნობდი, მაგრამ როცა მერაბთან ოქტაგონში შედიხარ, ყველაფერი იცვლება. თავს დაუცველად გრძნობ, იცი, რომ მალე დაგიჭერს და გაქცევის შანსი არ გაქვს. 

მასთან შერკინება ნამდვილი კოშმარია. დვალიშვილი, ჩემი აზრით, სუპერმსუბუქი წონის ისტორიაში საუკეთესო მებრძოლია“, - განაცხადა ო'მალიმ.

Facebook კომენტარები