2 კვირის და 6 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ის, რაც მერაბს აქვს ვერ იყიდი, ვერ ისწავლი" - რას ამბობს ისრაელ ადესანია

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ისრაელ ადესანიამ ერთ-ერთ ინტერვიუში მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა:

"ის, რაც მერაბს აქვს ვერ იყიდი, ვერ ისწავლი - ასეთი უნდა იყო! დასაფასებელია ის ფაქტი, როცა ალჯო ჩემპიონი იყო და UFC-ის ჰქონდა შეთავაზებები, რომ მათ ეჩხუბათ, მერაბმა თავის ღირებულებებს არ უღალატა, აცადა მეგობარს ბოლომდე, შემდეგ კი, როცა ალჯო შუგასთან დამარცხდა, მან შური იძია.

მერაბის წარმატების ისტორია დიდებულია, პატივისცემა მას!", - თქვა ადესანიამ.

Facebook კომენტარები