4 დღის და 13 საათის წინ
სახელი უცნობია
Aa

VIDEO: გაგუუდააააააააა! - მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალი მეორედ დააარცხა

მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის (61კგ) საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. ნიუ იორკში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ამერიკის სახელით გამომსვლელი შონ ო'მალი დაამარცხა.

დვალიშვილმა ბრძოლა აქტიურად დაიწყო და მეტოქეს თავიდანვე მაღალი ტემპი შესთავაზა. შონ ო'მალი მთელი ბრძოლის განმავლობაში თავის მომენტს ეძებდა, თუმცა 34 წლის ქართველმა შეხვედრა საბმიშენით მოიგო.

მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონის ტიტული გასული წლის სექტემბერში, სწორედ შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა და დღეს კარიერაში მეორედ დაიცვა. პირველად მან ეს იანვარში უმარ ნურმაგომედოვის ძლევის შემდეგ გააკეთა.


Facebook კომენტარები