როგორც მოგეხსენებათ, 8 ივნისს საქართველოს დროით დილის 8-9 საათზე მერაბ დვალიშვილი შონ ომალის წინააღმდეგ საჩემპიონო ქამრის დაცვას შეეცდება.
ბრძოლამდე 1 დღით ადრე მებრძოლებმა პრესკონფერენციები გამართეს.
გთავაზობთ ომალის კომენტარს:
"რას ვაპირებ მერაბ დვალიშვილთან შეხვედრაში? მას ჯერ საწყის სამივე რაუნდში უნდა ვაჯობო, ხოლო შემდეგ ბოლო ორ რაუნდშიც საკუთარი უპირატესობა ვაგრძნობინო.
პროფესიონალი ვარ და თითოეული ბრძოლისთის როგორც საჭიროა, ისე ვემზადები, მაგრამ ამჯერად საქმეს განსაკუთრებული მონდომებით მივუდექი. საბრძოლო უნარები კიდევ უფრო გავიუმჯობესე და თითქმის ყველა კომპონენტში მომატებული მაქვს, რის გამოც საჩემპიონო ქამრის დაბრუნების მჯერა"