4 საათის და 54 წუთის წინ
სახელი უცნობია
Aa

ემუქრება თუ არა დვალიშვილს ბრძოლის გამოტოვება - მერაბმა ვარჯიშზე ფეხის თითი დაიზიანა

მერაბ დვალიშვილი ქართველი ქომაგების შეშინებას აგრძელებს. 

ქართველმა ჩემპიონმა სოციალურ ქსელში ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ფეხის თითი მოიტეხა.  

მერაბი ამ ყველაფერს პოზიტიურად უყურებს და ვიდეოში ხუმრობით ამბობს, რომ თუ საჭიროა თითს მოიჭრის.

 საქმე ასე მარტივადაც არაა. მაგალითისთვის, კონორ მაკგრეგორმა ბოლო ბრძოლა სწორედ რომ ამ მიზეზით ჩაშალა. 

ირლანდიელმა ლეგენდამ ფეხის თითი მოიტეხა, რის გამოც ოქტაგონზე გასვლა ვეღარ შეძლო.

ბოლო ინფორმაციით, მერაბის შემთხვევაში იგივე საფრთხესთან საქმე არ გვაქვს და მოსალოდნელია, რომ შონ ომალისთან 8 ივნისს გასამართი ბრძოლა შედგება.

Facebook კომენტარები