ხაშურელი საბა გელაშვილის დიდი გამარჯვება კიკბოქსინგში!
საბა გელაშვილი სომხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე International K-1 Championship-ზე ასპარეზობდა, სადაც სუპერ მძიმე წონით კატეგორიაში (100+ კგ) იბრძოლა.
ფინალში საბამ სომეხი სპორტსმენი, ტიგრან ღაზარიანი პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკდაუნით დაამარცხა და საჩემპიონო ქამრის მფლობელი გახდა!