UFC-ის ქვემსუბუქი და მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი ორგანიზაციაში განვითარებულ ბოლო მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
მსუბუქი წონის ქამრისთვის ილია თოფურია ჩარლზ ოლივეირას შეხვდება, ხოლო ქვესაშუალოში - ისლამ მახაჩევი - ჯეკ დელა მადალენას.
ბევრმა ისლამის გადაწყვეტილება როგორც ილიასგან გაქცევა ისე აღიქვა.
კონორი სარკასტულად წერს, რომ UFC-ში ამაღელვებელი დროა და ორი ტიტულის ემოჯის აქვეყნებს. ის მიანიშნებს, რომ მან შეძლო ერთდროულად ორი ქამრის მოგება, ხოლო ახალმა თაობამ ვერა.