როგორც მოგეხსენებათ, UFC 317-ზე ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას დაპირისპირებას ვიხილავთ.
აღნიშნული ბრძოლა ვაკანტური ქამრისთვის შედგება, რომელიც ისლამ მახაჩევმა წონის შეცვლის შემდეგ დათმო.
საგულისხმოა, რომ ბუქმეიქერებმა ამ დაპირისპირებაზე საინტერესო პროგნოზი გააკეთეს.
მათი აზრით, საჩემპიონო ორთაბრძოლის აშკარა ფავორიტი ილია თოფურიაა, რომელსაც 1.25 კოეფიციენტი აქვს მინიჭებული.
რაც შეეხება ბრაზილიელ მებრძოლს, ჩარლს 4.00 კოეფიციენტი მიანიჭეს.
აქვე გეტყვით, რომ ეს დაპირისპირება 29 ივნისს შედგება.