2021 წელს, იმ დროისთვის UFC-ის ახალწვეულმა პედი პიმბლეტმა საქართველოზე პროვოკაციული განცხადება გააკეთა:
"რამდენიმე ქართველ გულშემატკივარს გავუგზავნე ჩემი მისამართი და ვუთხარი რომ ვენახე, თუმცა ჩემს სანახავად არავინ მოსულა.
დიახ, მე ვთქვი, რომ რუსეთი ატერორებს საქართველოს, მერე რა?! ეს ხომ უბრალოდ სიტყვებია. ქუთათელაძე ჰგავს ყალბ რუსს, რადგან მას დაღესტნელის გარეგნობა აქვს.
საქართველო-რუსეთის თემით ქართველები გავაღიზიანე და თუ ეს ასეა, რუსეთს კვლავ ვახსენებ. ლივერპულელები ასეთი ხალხი ვართ".
აქვე შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და პიმბლეტს შორის ერთ-ერთ შეხვედრაზე სწორედ ამ სიტყვების გამო მცირე შეხლა-შემოხლა გაიმართა.