UFC 315-ის შემდეგ MMA-ს სამყაროში დიდი განხეთქილებაა.
ბელალ მუჰამედთან დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ჯეკ დელა მადალენა უკვე მომავალ მიზნებზე ფიქრობს.
უდიდესი ალბათობით, ისლამ მახაჩევი ქვესაშუალო წონაში გადაინაცვლებს და მადალენას ორმაგი ჩემპიონობისთვის შეერკინება.
ბრაზილიელი მებრძოლის, ჩარლზ ოლივეირას გუნდის წარმომადგენელმა დიეგო ლიმამ უკვე დაადასტურა მზადყოფნა და სოციალური ქსელით პირდაპირ მიმართა UFC-ის ხელმძღვანელებს:
''დენა უაით, შონ შელბი, კალმით ხელში მზად ვართ კონტრაქტის გასაფორმებლად.“ - წერს ლიმა
ეს განცხადება თავად ოლივეირამაც გააზიარა თავის ოფიციალურ გვერდზე, რაც ნათლად მიანიშნებს, რომ „დუ ბრონქსი“ თოფურიასთან დაპირისპირებას სერიოზულად ეკკიდება.