UFC 315-ის პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დანა უაითს ილია თოფურიას მომდევნო ბრძოლაზე ჰკითხა:
"დანა, რამდენიმე წუთის წინ, ილია თოფურიას ინტერვიუ ჩამოართვეს და მან თქვა, რომ ამ ჩხუბის შედეგზეა დამოკიდებული 28 ივნისს, UFC 317-ზე, ისლამ მახაჩევს შეხვდება თუ ჩარლზ ოლივეირას. შეგიძლია, დაადასტურო, რომ მართლა ასეა?“
უაითის პასუხი:
"რთული სიტუაციაა, მაგრამ დიახ, სწორი ინფორმაციაა“,.