ილია თოფურიამ უკვე რამდენიმე თვეა ქვემსუბუქი წონის ქამარი ვაკანტური გახადა, რომელსაც დიეგო ლოპესის დამარცხების შემდეგ ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაეუფლა.
ქართველ მებრძოლს, რა თქმა უნდა, ისლამ მახაჩევთან დაპირისპირება სურს, რაზეც ხაბიბ ნურმაგომედოვმა კომენტარი გააკეთა:
“ისლამისთვის არმან ცარუკიანი უფრო რთული მეტოქეა ვიდრე ილია.
"არ ვიცი თოფურია და UFC რაზე შეთანხმდნენ, თუმცა შეხედეთ ისლამის სიტუაციას, მერამდენედ უნდა მისცეს შანსი ქვედა წონის მებრძოლებს” - განაცხადა ხაბიბმა.