1 საათის და 8 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ძმებს" - საბა ლაზიშვილის განცხადება

ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა, აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილსა და ნურმაგომედოვების გარემოცვას შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა და ინციდენტის ახალი დეტალები გაამხილა.

ლაზიშვილმა არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მომხდარამდე უსმან ნურმაგომედოვის დიდი გულშემატკივარი იყო და მისგან ასეთ ქმედებას საერთოდ არ ელოდა.

„უბრალოდ ვიჯექი და ტელეფონს ვათვალიერებდი. ისიც კი ვერ დავინახე, როდის მოვიდა უსმანი და მერაბს სილა გააწნა.

უსმანი პირადად პირველად ვნახე და, სიმართლე გითხრათ, მისი ძალიან დიდი გულშემატკივარი ვიყავი. ყოველთვის ვქომაგობდი და მის ბრძოლებს ვუყურებდი.

მისი ასეთი საქციელი ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო. მერაბმაც კი ღიმილით მოიხედა მისკენ, რადგან წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ელოდა.

არ ვფიქრობ, რომ ისეთი რამ გავაკეთე, რასაც ჩემს ადგილზე სხვა ქართველი არ გააკეთებდა. ყველამ ასე უნდა მოიქცეს. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ძმებს, სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვამდე.

იმ მომენტში მხოლოდ ადრენალინს ვგრძნობდი. ბევრი არ მიფიქრია, უბრალოდ იმას ვაკეთებდი, რაც სწორად მიმაჩნდა“, – განაცხადა ლაზიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბერს, აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში, მერაბ დვალიშვილსა და ნურმაგომედოვების გარემოცვას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომელშიც საბა ლაზიშვილიც ჩაერთო.

ინციდენტის შემდეგ ქართველი მოჭიდავე RAF-ის ტურნირზე გამოვიდა, სადაც UFC-ის დიდების დარბაზის წევრი იურაია ფეიბერი დაამარცხა.