6 საათის და 46 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

“ის დიდი ხანია ქართველი აღარ არის” - რას წერს დაღესტნელი, რომელსაც მერაბმა სილა გააწნა

აჰმედ გაჯიმაგომედოვის (მერაბ დვალიშვილმა ვისაც თბილისში სილა გააწნა) პოსტი სოციალურ ქსელში:

"ბევრ ცრუ ინფორმაციას ვხედავ და მინდა განვმარტო საქართველოში მომხდარი სიტუაცია. პრესკონფერენციაზე მერაბთან სასაუბროდ წავედი და დავიწყე "ძმაო...", მაგრამ მან დამარტყა და დედაჩემს შეურაცხყოფა მიაყენა ქართულად. მან ამ სიტყვებისთვის ბოდიშიც კი არ მოიხადა და ამას არავის ვაპატიებ!"

"იმ დღიდან მოყოლებული, ვეძებდი შესაძლებლობას, შევხვედროდი მერაბს და მის ნათქვამ სიტყვებზე მეკითხა, მაგრამ ჩემმა ძმებმა ჩემზე ადრე გააკეთეს ის, რასაც ნებისმიერი მამაკაცი გააკეთებდა ოჯახის შეურაცხყოფისთვის. მესმის, რომ ის დიდი ხანია ქართველი აღარ არის და კავკასიელების მამაკაცური პრინციპები მისთვის უცხოა, მაგრამ კავკასიაში მცხოვრებმა ქართველებმა ეს კარგად იციან. თუ ასე ძალიან იცავთ მას, არ დაგავიწყდეთ ახსნა, რას ნიშნავს სტუმარი და დედა კავკასიაში და რა ემართებათ მათ, ვინც სხვის ღირსებას შეურაცხყოფს"

"და ბოლოს, მინდა ვთქვა, რომ პატივს ვცემ საქართველოს და ქართველებს. მერაბი არ არის საქართველო, ისევე როგორც აჰმედი, უსმანი, უმარი არ არიან დაღესტანი. შეწყვიტეთ ერების მოწამვლა. ეს კონფლიქტი ჩვენ შორისაა და ადრე თუ გვიან, მოვაგვარებთ მას"