UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ჯონ ჯონსმა ილია თოფურიაზე საინტერესო განცხადება გააკეთა.
ამერიკელმა ლეგენდამ განაცხადა, რომ ქართველს ყველა დროის საუკეთესო მებრძოლის სტატუსისთვის ბრძოლაში თავის პოტენციურ კონკურენტად მიიჩნევდა.
"გულწრფელად რომ ვთქვა, ვფიქრობდი, რომ ილია პირველი იქნებოდა, ვინც საფრთხეს შეუქმნიდა ჩემს სტატუსს, როგორც ყველა დროის საუკეთესო მებრძოლს.
"შემდეგ კი ვნახეთ, რა მოხდა მის თავს", - განაცხადა ჯონსმა Prince St. Pizza-ს YouTube-არხთან საუბრისას.