UFC-ს ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა არმან ცარუკიანის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთა.
"როგორც მებრძოლს, არმანს პატივს ვცემ, მაგრამ ამავდროულად, არ მომწონს ის, თუ როგორ ცუდად მოიხსენიებს ჩემს ძმას, ილია თოფურიას.
"მესმის, რომ არმანს ილიასთან ბრძოლა სურდა და ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ილიაზე უპატივცემულოდ არავინ უნდა ისაუბროს", - თქვა მერაბმა.
შეგახსენებთ, რომ ცარუკიანს ილიას შესახებ დამცინავი განცხადებები და ვიდეოები არაერთხელ გაუვრცელებია.