3 საათის და 8 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

გეიჯი ადასტურებს - ცნობილია, როდის შედგება ჯასტინისა და ილიას რემატჩი

ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლის შემდეგ, ილია თოფურიას 180-დღით (6-თვით)  ეკრძალება ოქტაგონზე დაბრუნება, სანამ მას თვალის არეში დაზიანებების გამო ყბა-სახის ქირურგი , ოფიციალურად არ გასცემს ნებართვას.,

როგორც ადრე დავწერე სტატუსში, მას ორივე თვალის ორბიტალური ძვლის მცირე მოტეხილობა აქვს  (უფრო მეტად მარჯვენა თვალზე) და გატეხილი აქვს ცხვირი. 

საბედნიეროდ, ქირურგიული ჩარევა საჭირო არ გახდა და იგი მკურნალობასა და რეაბილიტაციას სახლში გადის. სამედიცინო  კონტროლის ქვეშ. 

ექიმების გაცემული 180-დღიანი შეზღუდვის გამო, „ელ მატადორი“ ოქტაგონს 2026 წელს სავარაუდოდ ვეღარ დაუბრუნდება და სრულ გამოჯანმრთელებაზე იქნება ფოკუსირებული.

გარდა ამისა, თავად ჯასტინ გეიჯიმ დაადასტურა, რომ ის 2026 წელს ბრძოლას აღარ აპირებს.

Facebook კომენტარები