ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება თეთრ სახლში, შესაძლოა, ჩაიშალოს, – ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ალვარო კოლმენერო ავრცელებს.
ჟურნალისტის ინფორმაციით, მხარეებს შორის ოფიციალური შეთანხმება ჯერჯერობით არ შემდგარა. მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობდა, პროცესს წინ რამდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორი აღუდგა.
კოლმენეროს განმარტებით, დონალდ ტრამპის მრჩევლებისთვის, შესაძლოა, მიუღებელი აღმოჩნდეს სცენარი, სადაც მთავარ ბრძოლაში ამერიკელი ვარსკვლავი საკუთარ მოედანზე დამარცხდება.
„დარწმუნებული არ ვარ, ტრამპის მრჩევლები თავს კომფორტულად იგრძნობენ, თუ მთავარ ბრძოლაში თოფურიას დააყენებენ – განსაკუთრებით იმ სცენარში, სადაც არსებობს ძალიან მაღალი ალბათობა იმისა, რომ ამერიკელი ვარსკვლავი (ჯასტინ გეიჯი) ნოკაუტში აღმოჩნდეს“, – აცხადებს კოლმენერო.
UFC-ს წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიების ჩატარება თეთრი სახლის ტერიტორიაზე 14 ივნისს არის დაგეგმილი.