როგორც მოგეხსენებათ, თითქმის დადასტურებულია, რომ მერაბ დვალიშვილი შემდეგ ბრძოლას პიოტრ იანის წინააღმდეგ ჩაატარებს.
აღსანიშნავია, რომ თუ UFC-მ ეს ბრძიოლა ჩანიშნა, "ქართველი მანქანა" რუსს მებრძოლს რიგით მესამედ დაუპირისპირდება.
საინტერესო ამბავი ისაა, რომ აღნიშნული ორთაბრძოლა, შესაძლოა, ცოტა ხნით გადაიდოს.
როგორც იანი ამბობს, მან წელის ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც რამდენიმე თვე დასვენება მოუწევს.
უცხოურ მედიაში ვარაუდობენ, რომ რუსი მებრძოლი ზაფხულის ბოლოს დაბრუნდება.
ასე და ამგვარად, ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ არის ცნობილი.