2 დღის და 1 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ძალიან მძიმე ამბავი - 15 წლის მსოფლიოს და ტაჯიკეთის MMA-ის ჩემპიონი ბიჭი, ინტერნეტ კაფეში შელაპარაკების დროს მოკლეს...

გიორგი კოკიაშვილი სამწუხარო ამბავს გვიზიარებს:

"15 წლის მსოფლიოს და ტაჯიკეთის MMA-ის ჩემპიონი ბიჭი, ინტერნეტ კაფეში შელაპარაკების დროს მოკლეს...

როგორც ადგილობრივი მედია წერს, შელაპარაკების დროს დ*ნა გულის არეში დაარტყეს, რის შემდეგაც 15 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, მკვლელობის ფაქტზე კი თანატოლები დააკავეს.

ძალიან, ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც ათლეტი და განსაკუთრებით ახალგაზრდა, არასრულწლოვანი ათლეტი მსგავსი არაადეკვატურობის გამო სიცოცხლეს კარგავს. არა და ვინ იცის, რამხელა წარმატებაზე შეიძლებოდა მიეღწია...

ეს კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტია იმისა, რომ როგორც არ უნდა შეგეძლოს თავის დაცვა ქუჩაში, არასოდეს ხარ დაზღვეული ფატალური შედეგისგან და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ იცი, შენს წინ რამდენად საშიში ადამიანი დგას, რომელსაც შეუძლია ყოველგვარი დაფიქრების გარეშე გამოგასალმოს სიცოცხლეს. ყველაზე კარგი თავდაცვა კონფლიქტისგან თავის არიდებაა...".

Facebook კომენტარები