UFC 300-ზე მსუბუქი წონის ბრძოლაში მაქს ჰოლოუეიმ ჯასტინ გეიჯი მეხუთე რაუნდის ბოლო წამზე შესრულებული ნოკაუტით დაამარცხა. ჩხუბის დასრულების შემდეგ 32 წლის ამერიკელმა განაცხადა, რომ ქართველ ჩემპიონ ილია თოფურიასთან საბრძოლველად ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის მზადაა.
ჰოლოუეის განცხადებას ქართველი მალევე გამოეხმაურა და როგორც თოფურია ამბობს, ბრძოლისთვის მზადაა.