4-16 იანვარს ხორვატიაში ვაჟ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ტურნირს დედაქალაქი ზაგრები და დუბროვნიკი უმასპინძლებენ. ევროპის ჩემპიონატი ისრაელში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი საომარი მდგომარეობის გამო, ღონისძიება ხორვატიაში გადაიტანეს.
აქართველოს ნაკრები ზედიზედ მეექვსედ გამოვა კონტინენტის პირველობაზე.
გათამაშება წელს ახალი ფორმატით ჩატარდება. ტურნირზე მონაწილე 16 გუნდი ბოლო ევროპირველობა ორ დივიზიონში გადანაწილდა, რომელშიც დამატებით კიდევ ოთხგუნდიანი ქვე-ჯგუფები იქნება წარმოდგენილი.
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები პირველ დივიზიონში განწესდა, რომელშიც ასევე ხორვატიის, უნგრეთის, ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის, საფრანგეთისა და მონტენეგროს ნაკრებებიც არიან. კენჭისყრის შედეგად კი ჩვენი გუნდი B ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეები საბერძნეთის, უნგრეთისა და იტალიის ნაკრებები არიან.
შეგახსენებთ, რომ ქართველ წყალბურთელებს ევროპირველობაზე დებიუტი 2014 წელს ჰქონდათ, როდესაც მე-12 ადგილი დაიკავეს, 2016-ში მე-14 პოზიციაზე გავიდნენ, 2018-ში – მეცამეტეზე, 2020 წელს – მეათეზე, ბოლო ევროპის ჩემპიონატზე კი მე-8 შედეგი აჩვენეს და ეს, გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.