1 თვის და 1 კვირის უკან
Beka Bliadze
Aa

ნუთუ კრივში მიდის? - ილია თოფურია განცხადებას აკეთებს

UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ გამოცემა Record-თან თავისი სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

27 წლის მებრძოლმა განაცხადა, რომ კარიერის გარკვეულ ეტაპზე, კონორ მაკგრეგორის მსგავსად, MMA-დან კრივშიც გადანაცვლებას აპირებს.

„ეჭვი არ მეპარება, როდესაც კრივში გადავალ, მსოფლიოში საუკეთესო გავხდები. ძალიან კარგი ვარ კრივში და სახიფათო ვიქნები. რინგზე მუხლებისა და იდაყვების გამოყენება დაშვებული არაა, ასეთ დროს კი შემეძლება, თავი უკეთ ვამოძრაო, სათანადოდ შევარჩიო კუთხე. ხელით ძალიან ძლიერად ვურტყამ. როდესაც მომზადებას მხოლოდ კრივში გავივლი, გპირდებით, რომ ბევრს არ ენდომება, წინ დამიდგეს.

„აღფრთოვანებული ვარ კანელო ალვარესით. მისგან ბევრს ვსწავლობ და უამრავ ასპექტში ჩემთვის მისაბაძი სპორტსმენია. კანელო თავიდან ფეხებამდე ჩემპიონია. როცა კრივში ვიქნები, საუკეთესოებს უნდა შევხვდე, ის კი ზუსტად ასეთია. გამიხარდება, თუ ის ჩემ წინააღმდეგ რინგზე გამოსვლას ისურვებს“, - განაცხადა ილია თოფურიამ.



Facebook კომენტარები