1 საათის და 52 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ფინალში ნაპოლისთან შეხვედრა? - ხვიჩამ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „ატალანტა“ 4:0 გაანადგურა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი კომენტარი შესანიშნავი გოლის ავტორმა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა:

„გამარჯვებით ძალიან გახარებული ვარ. ჩვენი სამუშაო დიდებულად შევასრულეთ. კარგად ვაკონტროლებდით თამაშს და დროის უმეტეს ნაწილში ბურთს ვფლობდით. ბევრს ვშრომობთ და შედეგს ვიმკით. მართალი გითხრათ, ჩემი გოლი კარგად არ მახსოვს. იმისათვის, რათა აგისახოთ, ხელახლა უნდა ვნახო, თუმცა მგონია, ლამაზი იყო.  მე უფრო „ასტონ ვილასთან“ გატანილი გოლი მომწონს. მცირე პრობლემა მქონდა, მაგრამ სამედიცინო პერსონალმა დამაიმედა, რომ ყველაფერი წესრიგში იქნებოდა. 100%-ით ფორმაში ვიყავი“, - განუცხადა კვარაცხელიამ CANAL+ ს.

„კვარამ “SKY-ის ჟურნალისტის კითხვაზე უპასუხა, სურს თუ არა ფინალში „ნაპოლის“ შეხვდეს: „ისევ გვინდა ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ. ყველაფერი შესაძლებელია. ვიცი, რთული იქნება, მაგრამ ამისათვის ვთამაშობთ და აუცილებლად შევეცდებით. ფინალი „ნაპოლისთან“? არ ვიცი. ტურნირზე იმდენი მაღალი დონის გუნდია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენ როგორ ვთამაშობთ. თუ მთელი 90 წუთის მანძილზე კონცენტრირებული ვიქნებით, გამარჯვების დიდი შანსი გვექნება“.

„კორიერე დელო სპორტი“ წერს, რომ „პრინცების პარკში“ ქართველმა ჩინებული გოლი გაიტანა და იურიჩის გუნდისთვის კოშმარული საღამო გამოდგა.

Facebook კომენტარები