გამოცემა "Marca"-ს ინფორმაციით, UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლის, ალექსანდრე თოფურიას მომდევნო მეტოქე ცნობილია
როგორც წყარო იტყობინება, ქართველი ყაზახ ბეკზატ ალმახანს დაუპირისპირდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ორთაბრძოლა 22 ნოემბერს, კატარში შედგება.
ცნობისთვის, ალექსანდრეს რეკორდი MMA-ში 6 მოგება და 1 წაგებაა, ხოლო ქართველს UFC-ში ერთი დაპირისპირება UFC 312-ზე აქვს ჩატარებული, სადაც "კონკისტადორმა" ავსტრალიელი კოლბი თიქნესი დაამარცხა.