საქართველოს ნაკრებს სერბი მწვრთნელი ჩაიბარებს?! » isport.ge
11 თვის წინ
გიორგი რაზმაძე
Aa

საქართველოს ნაკრებს სერბი მწვრთნელი ჩაიბარებს?!

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდი ალბათობით ალეკსანდარ ჯიკიჩი გახდება.

როგორც ისრაელის მედია და კონკრეტულად One იტყობინება, საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ "ჰაპოელთან"“ მიაღწია შეთანხმებას სერბი სპეციალისტის თაობაზე.

შედეგად, თუ ყველაფერი დადასტურდა, გამოცდილი მწვრთნელი იერუსალიმის "ჰაპოელშიც" იმუშავებს და საქართველოს ნაკრებშიც, სადაც დებიუტი თებერვალში ექნება, როდესაც ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპი დაიწყება.

ჯიკიჩი "ჰაპოელში" 2022 წლიდან მუშაობს, მანამდე ბუდუჩნოსტის“, "ლიეტუვოს რიტასის", "ილიმპიას", "პარტიზასი", "კრკას" და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მწვრთნელი იყო, ხოლო 2005-2007 წლებში "მინესოტაში" მწვრთნელის ასისტენტად იმუშავა. 2018 წელს "ბუდუჩნოსტში" სწორედ მან წაიყვანა გოგა ბითაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები უმწვრთნელოდ ბოლო რამდენიმე თვეა, რაც ილიას ზუროსმა თანამდებობა დატოვა.

Facebook კომენტარები