8 თვის და 1 კვირის უკან
Lela Kvinikadze
Aa

"ყოველთვის იქნები ამ ქვეყნის საკალათბურთო ისტორიის ნაწილი" - შენგელია ზუროსს დაემშვიდობა

ილიას ზუროსმა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების რიგები დატოვა. ბერძენი სპეციალისტი ჩვენს ეროვნულ გუნდს 7 წლის განმავლობაში წრთვნიდა.

აღსანიშნავია, რომ მის წასვლას თორნიკე შენგელია ემოციური პოსტით გამოეხმაურა.

საკმარისი სიტყვები არ არსებობს ჩემი მადლიერების გამოსახატად. ყველაფერი, რაც ამ სპორტისთვის, ჩვენი გუნდისთვის და ქვეყნისთვის გააკეთე, არასდროს დაავიწყდება ხალხს.

ჩვენ ყოველთვის კარგად გავიხსენებთ ამ 7 წელს, რომელიც ერთად გავატარეთ და რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩვენს ისტორიაში. შენ ყოველთვის იქნები ამ ქვეყნის საკალათბურთო ისტორიის ნაწილი.

შენ ჩვენი ნაკრებისთვის ყველაფერი გააკეთე. მწვრთნელი აღარ იქნები, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის გაგრძელდება. ჩვენ გვიყვარხარ, პატივს გცემთ და გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს შენს ოჯახთან ერთად.

შენი კაპიტანი, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შენი მეგობარი, - წერს თორნიკე.

Facebook კომენტარები