3 წლის წინ
გიორგი რაზმაძე
Aa

ოფიციალურად - ილია ზუროსმა საქართველოს ნაკრები დატოვა

როგორც მოგეხსენებათ, 2023 წლის საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ილია ზუროსს კონტრაქტი ეწურებოდა.

ბერძენი საქართველოს ნაკრებს 7-წლიანი მუშაობის შემდეგ გამოემშვიდობა.

ჩვენი ქვეყნის კალათბურთის ფედერაცია და თვითონ ვიქტორ სანიკიძე მას გაწეული შრომისთვის მადლობას უხდიან და კარიერის ახალ ეტაპზე წარმატებებს უსურვებენ.

ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას.