ხამზატ ჩიმაევი UFC-ს საშუალო წონითი კატეგორიის ახალი ჩემპიონია. ჩიკაგოში გამართულ ბრძოლაში არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელით გამომსვლელმა მებრძოლმა სამხრეთაფრიკელი დრიკუს დუ პლესისი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
ხუთრაუნდიან ბრძოლაში ჩიმაევს დიდი უპირატესობა ჰქონდა და ყველა რაუნდი მოიგო. საბოლოოდ, მსაჯებმა მისი გამარჯვება ასე შეფასეს – 50:44, 50:44, 50:44.
ხამზატ ჩიმაევი შერეულ ორთაბრძოლებში დაუმარცხებელია. 31 წლის სპორტსმენს კარიერაში 15 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ყველა მისი გამარჯვებით დასრულდა.
რაც შეეხება დრიკუს დუ პლესის, ყოფილმა ჩემპიონმა ორგანიზაცია UFC-ში პირველად წააგო, ხოლო მთლიანად კარიერაში ეს მისთვის მეორე მარცხი იყო, ბოლოს მან შეხვედრა 2018 წელს დათმო.
მარკას ინფორმაციით, ხამზატმა 1.8 მილიონი დოლარი მიიღო, ხოლო დუ პლესისმა - 3 მილიონი.