5 საათის და 15 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ტოტენჰემის მწვრთნელი - ეს არის გეგმა, როგორც ვაპირებთ ხვიჩა კვარაცხელია შევაჩეროთ

ევროპის სუპერთსზე პსჟ-სთან მატჩამდე ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, „ტოტენჰემის“ მწვრთნელმა თომას ფრანკმა მეტოქე გუნდის გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა კომენტარი:

„ის გამორჩეული ნიჭის მქონე ფეხბურთელია. ბურთს კარგად ფლობს. მისი დრიბლინგი „ნაპოლიშიც“ გვინახავს, საქართველოს ნაკრებშიც, პსჟ-შიც, მაგრამ ისიც ადამიანია, მის შესაჩერებლად კარგი სტრატეგია გვაქვს, ვიცით რა გავაკეთოთ და შესანიშნავი მოთამაშეები გვყავს. თუმცა სრულად მისი ნეიტრალიზება შეუძლებელია“.

ტოტენჰემისა და პსჟს მატჩი 13 აგვისტოს 23:00 საათზე დაიწყება.

Facebook კომენტარები