ბუნდესლიგა 2-ის 27-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის "კარლსრუემ" "შალკესთან" ფრე 0:0 ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა მოედანზე 69 წუთი გაატარა, კარში 2-ჯერ დაარტყა და ყვითელი ბარათი მიიღო.
საფეხბურთო სააგენტო, "Sofascore"-მა ტრადიციულად ფეხბურთელებს, თამაშის მიხედვით, ქულები დაუწერა.
ბუდუმ "შალკეს" წინააღმდეგ მატჩში 6,6 ქულა დაიმსახურა.
ცნობისთვის, "კარლსრუე" ბუნდესლიგა 2-ში 27 ტურის შემდეგ მე-6 ადგილს იკავებს.