როგორც მოგეხსენებათ, ნინა დარმა და მერაბ დვალიშვილი საქართველოში იმყოფებიან.
აღსანიშნავია, რომ ნინა საქართველოთი ძლიერ აღფრთოვანდა და სამადლობელი პოსტიც გამოაქვეყნა.
"საქართველოში ვართ! მადლობა მერაბ შენს ულამაზეს ქვეყანაში მოწვევისთვის! დიდი პატივი იყო თქვენთან ერთად ამის განცდა და მადლობა, რომ მე და ჩემს გუნდს ასე დაგხვდით.
"ქართველი ხალხი ძალიან მოსიყვარულე და სტუმართმოყვარე იყო, ასეთი რამ არასდროს მინახავს.
"ჩვენ ერთმანეთს წლებია ვიცნობთ და ყოველთვის ამბობდი, რომ ერთ დღესაც მესტუმრები და დღეს საბოლოოდ დადგა ეს დღე. ეს მომენტი მთელი ცხოვრება ჩემთვის მთავარ მოგონებად დარჩება.
"მადლობა, მადლობა, მადლობა! ძალიან მადლიერი ვარ, რომ მყავს თქვენნაირი მეგობარი და ძალიან მადლიერი ვარ, რომ ქართველმა ხალხმა ასე მიმიღო", - წერს ნინა.