როგორც მოგეხსენებათ, მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალისთან საოცარი გამარჯვება მოიპოვა და ტიტული ზედიზედ მეორედ დაიცვა.
საგულისხმოა, რომ ჩვენი ჩემპიონის გამარჯვებას UFC-ს მძიმე წონის მებრძოლი ტომ ასპინალი გამოეხმაურა, რომელმაც საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"მერაბ, შენი კარდიო მინდა, მასწავლე რა ვქნა", - თქვა ტომმა.
აღსანიშნავია, რომ ინგლისელმა მებრძოლმა "ქართველ მანქანაზე" კომენტარი რამდენიმე თვის წინაც გააკეთა, როდესაც მერაბმა უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და ტიტული დაიცვა.
იხილეთ ვიდეო: