როგორც მოგეხსენებათ, მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალის წინააღმდეგ მორიგი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.
ბუნებრივია, ისმის კითხვა, თუ ვინ უნდა იყოს ჩვენი ჩემპიონის შემდეგი მეტოქე.
აღნიშნულ საკითხზე მედიაში რამდენიმე ვარიანტმა გაიჟღერა და ერთ-ერთი მათგანი კორი სენდჰეგენი იყო.
ასევე განიხილება პიოტრ იანთან და უმარ ნურმაგომედოვთან რევანშები, რომლებსაც ამ ეტაპზე ბრძოლა არავისთან აქვთ ჩანიშნული.
ასე და ამგვარად, საინტერესო, თუ ვის დაუპირისპირდება "ქართველი მანქანა" შემდეგ ბრძოლაში.