როგორც მოგეხსენებათ, 29 წლის ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ იტალიის ქალაქ მილანში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-2 ადგილი დაიკავა.
მსოფლიო ჩემპიონატზე ტრიუმფალური გამოსვლის შემდეგ სანდრო ბაზაძე რეიტინგს კვლავ ლიდერობს.
სანდრო 303 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მეორე ადგილოსან ელი დერშვიცს 130 ქულით უსწრებს.
ხუთეული ასე გამოიყურება:
- 1. სანდრო ბაზაძე (საქართველო) – 303 ქულა
- 2. ელი დერშვიცი (აშშ) – 173
- 3. არონ სილაგი (უნგრეთი) – 172
- 4. ზიად ელსისი (ეგვიპტე) – 148
- 5. ლუიჯი სამელე (იტალია) – 141