6 თვის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

რა განცხადება გაკეთდა ხვიჩა კვარაცხელიაზე იტალიურ მედიაში

ცნობილმა გამოცემამ Il Mattino-მ "ნაპოლის" საჩემპიონო შანსებს ვრცელი სტატია მიუძღვნა. 

აღსანიშნავია, რომ სტატიაში საუბარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც იყო, რაზეც შემდეგი რამ დაიწერა.

"ხვიჩა ნეაპოლურ საფეხბურთო სამყაროსთან ძალიანაა დაკავშირებული და სკუდეტოსთვის ბრძოლას თვალს დიდი ინტერესით ადევნებს. 

"კვარაცხელია და ფაბიან რუისი პარტენოპეის გულშემატკივრობენ და ყოფილ თანაგუნდელებთან მუდმივ კონტაქტზე არიან, რათა მათ საოცნებო სვლას მხარი დაუჭირონ“, - წერს აღნიშნული გამოცემა.

ცნობისთვის, ბოლო ტურის წინ "ნაპოლი" სერია ა-ში პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს 1 ქულით უსწრებს.

Facebook კომენტარები