1 თვის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

ქართველი ფეხბურთელები, რომლებსაც ივნისის სანაკრებო პაუზაზე არ ვიხილავთ

როგორც მოგეხსენებათ, ივნისში საქართველოს ნაკრები ფარერების კუნძულებთან და კაბო-ვერდესთან ორ ამხანგურ თამაშს ჩაატარებს. 

Geo Team-ის ინფორმაციით, ვილი სანიოლი ამ თამაშებში გრძელი სეზონის შემდეგ შემადგენლობის ძირითადი ბირთვის დიდ ნაწილს არ გამოიძახებს.

როგორც ცნობილია, ივნისის სანაკრებო მატჩებში მონაწილეობას არ მიიღებენ: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე.

ირკვევა, რომ ვილი ივნისში გამოიძახებს ფეხბურთელებს ეროვნული ლიგიდან და ლეგიონერების იმ ნაწილს, ვისი საქმეში ნახვაც სურს და ეს აქამდე ვერ მოხერხდა.

აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული მატჩები 5 და 8 ივნისს შედგება.

Facebook კომენტარები