როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ტონი კროოსი, 3-წლიანი პაუზის შემდეგ, სანაკრებო კარიერას დაუბრუნდა.
გერმანიის ნაკრების თავკაცმა, იულიან ნაგელსმანმა და მისმა სტაფმა, ტონი დარწუმნეს, რომ ის ქვეყანას ჯერ კიდევ სჭირდება.
გასულ სანაკრებო პაუზაზე, გერმანიამ, საფრანგეთი და ნიდერლანდები დაამარცხა, სადაც კროოსმა ბრწყინვალედ ითამაშა.
მის ამ პერფორმანსებს ნაგელსმანი, მედისთან, გამოეხმაურა:
"ვინც ჯერ იკიდევ ამბობს, რომ კროოსი მუდამ უკან, ან გვერდზე პასს აკეთებს, ფეხბურთზე არაფერი გაეგება", - თქვა გერმანელმა სპეციალისტმა.