1 დღის წინ
სახელი უცნობია
Aa

“ბოლოს საქართველოში 20 წლის წინ ვიყავი, მას შემდეგ…” - იარი ლიტმანენის განცხადება ლეგენდების მატჩზე

როგორც მოგეხსენებათ, ხვალ თბილისში საქართველოს ნაკრების ლეგენდები ბარსელონას ლეგენდებს ეთამაშებიან.

მატჩის წინა პრესკონფერეციაზე ფინელმა ფეხბურთელმა ისაუბრა:

“კოვიდის შემდეგ მძიმე პერიოდი მქონდა. ძალიან მიხარია თბილისში თამაში. გასულ წელს 5 თამაში ვითამაშე, ორი მათ შორის შოთასსთან ერთად. მოხარული ვარ, რომ ასეთი მატჩი ტარდება და ბარსელონასთან ერთად თამაშის საშუალება მეძლევა. ბარსასთან თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია. თბილისს ბოლოს 20 წლის წინ ვეწვიე და იმედი მაქვს კარგი თამაში გამოვა.”

“ჩემთვის უდიდესი პატივია აქ ყოფნა. განსაკუთრებული მადლობა დახვედრისთვის. ფეხბურთის გარდა ახალი ხალხისა და კულტურის გაცნობა ძალზედ მნიშვნელოვანია.

“იმედი მაქვს ხვალ კარგ საღამოს შემოგთავაზებთ. ვიმედოვნებ, რომ კარგ მოგონებებს დაგიტოვებთ და აქ არაერთხელ ჩამოვალთ.”

“როგორც ვახსენე ფინეთის ნაკრებთან ერთად 20 წლის წინ ვიყავი. ფინეთი ევროპის ჩემპიონატზე იყო, თუმცა მე ვადევნებდი თვალს საქართველოს, როგორი განვითარება განიცადეს. 

“კვარაცხელიას თამაშის ნახვა ყველას უნდა, ის განსაკუთრებულია. ჩემპიონთა ლიგის ფინალში მასზე ბევრი იქნება დამოკიდებული. პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველო და ფინეთია, კვარაცხელია დიდ როლს თამაშობს.” - 

“ბარსელონაში ახალი ერა არ არის. ბარსელონას ყოველთვის აქვს ერა. ბარსელონა ახლა რასაც შვება გასაოცარია. აკადემიიდან არაერთი ფეხბურთელი მოდის, არაერთი გამოცდილი ფეხბურთელი ყავთ.”

“სტაფი მოწოდების სიმაღლეზეა. მე ვერ ვხედავ პრობლემებს ამ გუნდში, ამ გუნდს უფრო დიდი სიმაღლეების დაპყრობა შეუძლია. - იარი ლიტმანენი

Facebook კომენტარები