როგორც მოგეხსენებათ, პლეი-ოფის დრამატულ შეხვედრაში თერთმეტმეტრიანების სერიაში საბერძნეთის დამარცხების შემდეგ საქართველომ ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა.
ცნობილმა ბუქმეიქერებმა ევროპის ჩემპიონატზე ყველა გუნდის შანსები შეაფასეს. მათი აზრით ყველაზე ნაკლები შანსი საქართველოს აქვს, “ჯვაროსნების” შემდეგ კი ყველაზე დაბალ შანსის მქონე გუნდებად ალბანეთი, სლოვენია და სლოვაკეთი არიან მიჩნეულები.
ბუქმეიქერების აზრით მთავარ ფავორიტები ინგლისი და საფრანგეთი არიან.
ცნობისთვის, საქართველო კონტინენტის პირველობაზე F ჯგუფში პორტუგალიასთან, თურქეთთან და ჩეხეთთან ერთად იასპარეზებს.