3 დღის და 11 საათის წინ
სახელი უცნობია
Aa

თბილისში მსოფლიო თასზე ქართული სენსაცია — პარაძალოსნებმა უკვე სამი მედალი მოიპოვეს

თბილისში პარაძალოსნობის მსოფლიო თასის გრანდიოზული ტურნირი იმართება, სადაც ქართველი გოგონები წარმატებით გამოდიან. 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში მირანდა გიგაშვილმა და თამარ ჩალათაშვილმა შესანიშნავი შედეგები აჩვენეს და ჯამში სამი მედალი მოუტანეს საქართველოს ნაკრებს.

მირანდა გიგაშვილმა 68 კილოგრამის აწევით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, თუმცა საერთო ჯამში, სამ მისვლაში 200 კილოგრამის დაძლევით, ვიცე-ჩემპიონობის ტიტულიც მოიხვეჭა და ამგვარად ორი მედლის მფლობელი გახდა.

თამარ ჩალათაშვილმაც მაღალი დონე აჩვენა, მისი საბოლოო შედეგი 164 კილოგრამი იყო, რაც საპრიზო მესამე ადგილს უწევს.

ტურნირში მონაწილეობას 30-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსული დაახლოებით 200 პარაძალოსანი იღებს, რომელთა შორის არიან როგორც მსოფლიო, ისე ევროპის მრავალგზის ჩემპიონები. საქართველოს პარაძალოსნობის ნაკრები 28 სპორტსმენს აერთიანებს — 20 მამაკაცს და 8 ქალს.


Facebook კომენტარები