1 წლის და 2 თვის წინ
გიორგი რაზმაძე
Aa

PHOTO: "შენს რიგს დაელოდე #6" - დვალიშვილმა მარლონ ვერას უპასუხა

მას შემდეგ, რაც ალჯამეინ სტრელინგმა შონ ო'მალთან სატიტულო ბრძოლა დათმო, იამაიკელი მებრძოლი რემატჩს ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ ალჯომ შონთან კიდევ ერთი ბრძოლა ორიგინალური ხერხით მოითხოვა.

კერძოდ, როცა სტერლინგი კამერების ყურადღების ცენტრში მოექცა, საკუთარი მობილური ტელეფონი ამოიღო, რომლის ეკრანზეც ეწერა: "რემატჩი შუგა?".

ამას ომალიმ იმავე სტილში უპასუხა, სადაც მის მობილურზე "არა" ეწერა.

საინტერესოა, რომ შონისა და სტერლინგის შემდეგ მსგავსი ფოტო მარლონ ვერამაც გამოაქვეყნა, სადაც ეწერა: "შემდეგი მე ვარ".

ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილამ კი მარლონს პასუხი დაუბრუნა: "შენს რიგს დაელოდე #6".

ასე და ამგვარად, საინტერესო იქნება, თუ ვისთან გამართავს ომალი სატიტულო ბრძოლას.

Facebook კომენტარები