22 საათის და 45 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ისლამმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო! - დაღესტნელმა შემდეგი მეტოქე დაასახელა

როგორც მოგეხსენებათ, UFC 315-ის ივენთზე ბელალ მუჰამედი დამარცხდა და ქამარს ჯეკ დელა მადალენა დაეპატრონა.

ეს ბრძოლა პირდაპირ კავშირშია ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის მომდევნო დაპირისპირებებთან.

ამ შედეგის შემდეგ დაღესტნელმა მებრძოლა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

"დროა 2 წონის ჩემპიონი გავხდე", - წერს მახაჩევი.

მისი ამ ფრაზით ვხვდებით, რომ მას წონის შეცვლა და მადალენასთან ქამარზე ბრძოლა სურს, თანაც ისე, რომ ქვემსუბუქი წონის ქამარი ვაკანტური არ გახადოს.

ამ ქამრისთვის ბრძოლას კი UFC ილია თოფურიას შეპირდა. 

ანუ ეს ნიშნავს, რომ თუ მახაჩევი ზედა წონაში ავა UFC მას აიძულებს, რომ ქვემსუბუქი წონის ქამარი ვაკანტური გახადოს, რომლისთვისაც უდიდესი ალბათობით თოფურია და ჩარლზ ოლივეირა იბრძოლებენ.

მიუხედავად იმისა რომ მთელ სამყაროს სურს ამ ბრძოლის ნახვა, ისლამი ყველანაირად ცდილობს, რომ ილიასთან ოქტაგონზე არ გამოვიდეს, რადგან იცის თუ რამხელა ზიანის მიყენება შეუძლია ქართველს მისი სახელისთვის.

შეგახსენებთ, რომ ქართველის ბრძოლა ოფიციალურად UFC 317-ზეა ჩანიშნული, რომელიც 29 ივნისს გაიმართება.

Facebook კომენტარები