მორიგი სკანდალი - რა მოხდა იკარდისა და ვანდა ნარას შორის და რას აპირებს არგენტინელი ფეხბურთელი
3 თვის და 1 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

მორიგი სკანდალი - რა მოხდა იკარდისა და ვანდა ნარას შორის და რას აპირებს არგენტინელი ფეხბურთელი

"ალათასარაის" 32 წლის თავდამსხმელი მაურო იკარდი 11-წლიანი ქორწინების შემდეგ ვანდა ნარას ოფიციალურად დაშორდება.

La Voz-ის ცნობით არგენტინელი ფეხბურთელი მოდელთან, ეუგენია ჩინა სუარესთან აპირებს დაქორწინებას. 

"ამაზე არაფერი მაქვს სათქმელი. დაე ყველამ ის გააკეთოს, რაც ბედნიერებას მოუტანს. 

"თავისუფლებით კმაყოფილი ვარ, ჩემი საქმით ვარ დაკავებული, მეტი არაფერი მაღელვებს და ეს ცირკი არ მაინტერესებს", - განაცხადა ვანდამ.

ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვანდა განშორების სანაცვლოდ იკარდისგან ორი საერთო ქალიშვილისთვის ალიმენტის სახით თვეში 500 ათას ევროს ითხოვს.


Facebook კომენტარები