UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ჟოზე ალდომ მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.
კერძოდ, ბრაზილიელმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა და მასთან გამართული ბრძოლა გაიხსენა.
"თუ უმაღლეს დონეზე ვარ და მაქვს ის, რაც ჩემპიონობისთვისაა საჭირო, ჩემთან ჩხუბი მოქმედ ჩემპიონსაც აშინებს.
"მერაბმა იცის, რომ პირველი ორთაბრძოლა ძალიან რთული იყო და მსაჯები დაეხმარნენ. ყველამ იცის, რა შემიძლია. მეც ვიცი, რა უნარები მაქვს, რადგან ვარჯიშებზე ვხედავ, ახალგაზრდა მებრძოლებს მაგრად როგორ ვცემ", - თქვა ალდომ.