როგორც მოგეხსენებათ, პსჟ-მ არსენალი ორმატჩიან დუელში 3:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზური მოიპოვა.
ამ ყველაფერთან დაკავშირებით გავიხსენოთ კვარას ემოციური განცხადება:
"ყველას უნდა ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაგრამ ამის მიღწევა წარმოუდგენლად რთულია. სახელი ყველაფერს ამბობს — ჩემპიონების ლიგა. უნდა უბიძგო საკუთარ თავს, რომ ოცნება აიხდინო, არ დანებდე, დანარჩენი უბრალოდ დროის ამბავია.“- ხვიჩა კვარაცხელია