ყოფილმა ქართველმა ფეხბურთელმა, ზაზა ჯანაშიამ ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა.
მან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კვარას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია:
"ხვიჩას მიმდინარე სეზონში ორი ქვეყნის ჩემპიონატის მოგება შეუძლია. თუ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა, მაშინ ოქროს ბურთის მფლობელიც შესაძლოა გახდეს.
თუ სეზონი კარგად დაასრულა, ვფიქრობ ამის რეალური შანსი ნამდვილად ექნება", - თქვა ჯანაშიამ.