2 დღის და 14 საათის წინ
სახელი უცნობია
Aa

"ჩემს საფეხბურთო მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება" - რას წერს ანდრო ხელაძე

უდაძაბულესი ორმატჩიანი დუელის შემდეგ მილანის "ინტერმა" კატალონიის "ბარსელონა" დაამარცხა.

ჯამში "ნერაძურომ" 7:6 იმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის პირველი ფინალისტი გახდა.

ამ მატჩთან დაკავშირებიით ქართველმა კომენტატორმა ანდრო ხელაძემ ფეისბუკზე სტატუსი გამოაქვეყნა:

"ჩემს საფეხბურთო მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება გალუმპული, გადაფიჩინებული სიმონე ინძაგი - ძლივს რომ იკავებს თავს მოედანზე შევარდნისგან. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო საპლეიოფო დაპირისპირება, რაც ჩემპიონთა ლიგაზე მინახავს, შეიძლება საუკეთესოც.

უღრმესი მადლობა ამ ემოციისთვის ორივე გუნდს. ბარსას ფანებს ეს ბავშვები კიდევ ბევრჯერ გაახარებენ. იამალისგან ცოტა უნამუსობაც იქნებოდა მესისთან და სხვა გოუთებთან, 17 წლის ასაკში სანაკრებო და საკლუბო დონეზე ევროპის ჩემპიონობა :დ 

მუღამი დაგვიტოვა.

ინტერი კი დამსახურებულადაა ფინალში, არამხოლოდ ამ სეზონში, მთელი წლები, ბევრი ეტაპი გაიარა აქამდე მოსასვლელად და ალალია. ფრატეზის ის ემოციაა ფეხბურთი, კიბოგადატანილი აჩერბის პირველი ჩემპიონთალიგური გოლია ფეხბურთი, თითქმის უფასოდ შეკოწიწებული უტოპესი გუნდით წარმოუდგენელი ქამბექის შესრულებაა ფეხბურთი. თავად სიმონე ინძაგია ფეხბურთი - საფეხბურთო კარიერის დროს დაჩაგრული, მაგრამ მწვრთნელობისას გავარსკვლავებული ტაქტიკური გენიოსი." - წერს ანდრო.


Facebook კომენტარები