1 კვირის და 2 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"როცა დე ლაურენტისს კვარას ტრანსფერი ვთხოვე მან მითხრა..." - რას იხსენებს ლუჩანო სპალეტი

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ ავტობიუგრაფიული წიგნი გამოსცა.

გთავაზობთ ამონარიდს, რომელშიც სპეციალისტი "ნაპოლიში" მუშაობის წლებსა და ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს იხსენებს:

"როცა ბიჭებს თავი გავაცანი, ვუთხარი, რომ სკუდეტოს მოგებით ისტორიის დაწერა შეგვიძლია. საწყის სეზონში მესამე ადგილი დავიკავეთ და ზაფხულში არცისე კარგ პირობებში მოგვიწია მუშაობა, რადგან გუნდი ოსპინამ, ინსინიემ, მერტენსმა და კულიბალიმ შეიცვალეს. გულშემატკივრების ნაწილი ჩვენს გადაწყვეტილებებს არ იზიარებდა, მაგრამ მე თავს მშვიდად ვგრძნობდი.

რუსი მეგობრებისგან ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით შესანიშნავი რეკომენდაციები მივიღე და კრისტიანო ჯუნტოლის ბრმად ვენდობოდი. თავად დე ლაურენტისი შეშფოთებული მეუბნებოდა: "ბატონო, მითხარით, გვაიძულებთ, რომ "ნაპოლის" გასაძლიერებლად კორეელი და ქართველი დავიმატოთ?".

პრეზიდენტი ფეხბურთში ვნებიანია და ხშირად მიგზავნიდა შესვენების დროს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ტაქტიკური რჩევებისთვის: ეს მისი ვნების გამოხატვის საშუალებაა. მოგზაურობა დაცემით დაიწყო: 2022 წლის სექტემბერში ველოსიპედიდან გადმოვარდნისას ლავიწის ძვალი მოვიტეხე, ოპერაციისთვის მილანში წავედი, ფეხბურთელებისთვის არაფერი მითქვამს, რადგან არ მინდოდა, რომ ენერვიულათ. როდესაც დავბრუნდი, ფეხბურთელები კიდევ უფრო მონდომებულები იყვნენ და "ლივერპული" 4:1 გაანადგურეს. შედეგმა მთელი მსოფლიო მოიარა. ჩემთვის შემოდგომა დადებითი ტრამპლინი გამოდგა",

Facebook კომენტარები